ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვამზადეთ ისტორიული შეთანხმება საფრანგეთთან, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას

ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვამზადეთ ისტორიული შეთანხმება საფრანგეთთან, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 135

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა საფრანგეთთან ორშაბათს „ისტორიულ შეთანხმებას“ გააფორმებს, რომელიც უკრაინის ავიაციის გაძლიერებას ეხება.

„მოვამზადეთ ისტორიული შეთანხმება საფრანგეთთან. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს ავიაციას, საჰაერო თავდაცვას და სხვა თავდაცვით შესაძლებლობებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ დილის მიმართვაში.

უკრაინული მედია წერს, რომ პრეზიდენტის ვიზიტის გრაფიკის მიხედვით, ხელმოწერა ორშაბათს გაიმართება.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამშაბათს შედგება მისი „პროდუქტიული ვიზიტი“ ესპანეთში, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ.

„კიდევ ერთი ძლიერი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა პარტნიორებსა და ინიციატივებს, რომლებიც ნამდვილად გვეხმარებიან. დღეს ჩვენი მთავარი მიზნებია საჰაერო თავდაცვა და საჰაერო თავდაცვის რაკეტები. რუსეთის ყოველი დარტყმის შემდეგ, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ძალების აღდგენას. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე