ზელენსკის განცხადებით, აშშ-მა უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების არასაკმარისი რაოდენობა მიაწოდა

ზელენსკის განცხადებით, აშშ-მა უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების არასაკმარისი რაოდენობა მიაწოდა

16-01-2025 18:21
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 858

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინას Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების არასაკმარისი რაოდენობა მიაწოდა.

„ბოლომდე ვერ გავიგე და ვერც გავიგებ, როცა ჩვენთან ადამიანები იღუპებიან, ხოლო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა იმდენი გვაქვს, რამდენიც გვაქვს. რატომ არ გაგვაძლიერა ამერიკამ Patriot-ის სისტემებით? ვამბობ ამერიკას, იმიტომ რომ მათი უმრავლესობა იქ ინახება. ამის გაგება ჩემთვის რთულია. შესაძლოა, მე რამის არ მესმის. მაგრამ ერთი რამ ვიცი, სამწუხაროდ, ჩვენთან ადამიანები იღუპებოდნენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აგრეთვე დასძინა, რომ ამერიკის წარმავალ ადმინისტრაციას სთხოვდა მეტ იარაღს და პრევენციული სანქციების დაწესებას რუსეთის შეჭრამდე.

კრიტიკის მიუხედავად, ზელენსკიმ თქვა, რომ ის აშშ-ის ადმინისტრაციის მადლიერია გაწეული დახმარების გამო.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე