ბულგარეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდების გადაწყვეტილებას ვეტო დაადო

ბულგარეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდების გადაწყვეტილებას ვეტო დაადო

04-12-2023 07:45
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა კანონი უკრაინის ჯავშანტექნიკით უზრუნველყოფის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, - ინფორმაცია ბულგარეთის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ბულგარეთის პრეზიდენტის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ დეპუტატები არასაკმარისად იცნობდნენ შემოწირულობის სპეციფიკურ პარამეტრებს, რაც მათ საშუალებას არ აძლევდა, ობიექტურად შეეფასებინათ, საჭირო იყო თუ არა აღჭურვილობის გადაცემა. ამასთან, ბულგარეთის პრეზიდენტის განცხადებით, გათვალისწინებული არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ომის პერიოდში დაკისრებული ამოცანები და პოლიციისა და ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებები.

რუმენ რადევის თქმით, უკრაინისთვის მისაწოდებელი ჯავშანტექნიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას ბულგარეთის საზღვრის დასაცავად და მოსახლეობის საჭიროებებისთვის სტიქიური უბედურებების და სხვა უბედური შემთხვევების დროს.

„ვხელმძღვანელობ იმ რწმენით, რომ ბულგარეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს”, - განაცხადა რადევმა.

პოსტი ნახა: 210


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!