პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს

04-08-2023 04:54
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

რაჭაში, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს.

თათბირს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

არსებული ინფორმაციით, საგანგებო შტაბის სხდომას მათ შორის, ასევე ესწრება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე.

მედიისთვის განცხადებები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველებმა კი 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

პოსტი ნახა: 300


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!