შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ავტომობილი ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი, დაშავდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.