შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის რაიონში დააკავა პირი რომელმაც ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა და დაჭრა - ინფორმაცი ,,თრიალეთს,, შსს-მ დაუდასტურა.
დაჭრილი ძაღლის მდგომარეობა სტაბილურია- მას მკურნალობა კლინიკა ვიპ-ვეტ-ში უტარდება.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მოხდა.