შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

არასრულწლოვან დისშვილს 7 წლის განმავლობაში აუპატიურებდა – დაკავებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელიც 2006 – 2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს“ – ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის ავრცელებს.

დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა.

„დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა.  გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის  მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

ცნობილია კაცის განაჩენი, რომელიც არასრულწლოვან დისშვილს 7 წლიდან აუპატიურებდა