შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

“არ მაქვს ეგ თანხა. თუ შემიფარდებთ, რაიმეს ვიზამ, მადლობელი ვიქნები” – მამის მკვლელობისთვის ბრალდებულ შვილს პატიმრობა შეეფარდა – რა თქვა პროცესზე ბრალდებულმა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გლ­დან­ში, მა­მის მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბულ შვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ბრალ­დე­ბის მხა­რე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და, ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ­მა პრო­ცეს­ზე მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა 5000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა მო­სა­მარ­თლემ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა

რო­გორც ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე აღ­ნიშ­ნა, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს მი­მალ­ვა არ უც­დია, მათ შო­რის, არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა.

“ამ ეტაპ­ზე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას გა­მო­ვი­ყე­ნებ. მე ახლა არ მაქვს ეგ თან­ხა. თუ შე­მი­ფარ­დებთ, რა­ი­მეს ვი­ზამ, მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გი­რაო შე­მე­ფარ­დე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა ბრალ­დე­ბულ­მა.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მო­რი­გი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 16 აპ­რილს 11:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

ცნო­ბის­თვის, მკვლე­ლო­ბა გლ­დან­ში 23 თე­ბერ­ვალს მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 50 წლის გელა გამ­ხი­ტაშ­ვი­ლი შვილ­მა, 26 წლის რეზი გამ­ხი­ტაშ­ვილ­მა ცივი ია­რა­ღით, და­ნით მოკ­ლა. ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

გამ­ხი­ტაშ­ვილს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის „კ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.