საქართველოს ზეთის იმპორტი გაუიაფდა - სად ყიდულობს საქართველო ზეთს?

საქართველოს ზეთის იმპორტი გაუიაფდა - სად ყიდულობს საქართველო ზეთს?

26-02-2024 06:12
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

2024 წლის იანვარში 2.5 მლნ აშშ დოლარის 2 481 ტონა პროდუქცია იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით ნაკლებია თანხობრივად თუმცა, მოცულობა 2024 წელს 20.9%-ით გაიზარდა.

2023 წელს საქართველომ 2.6 მლნ აშშ დოლარის 1 961 ტონა ზეთი იყიდა. გამოდის, რომ წელს საქართველომ 1 ლიტრში 1.04 დოლარი გადაიხადა, გასულ წელს კი, 1.30 დოლარი. იმპორტის 76%-ზე მეტი რუსეთზე მოდის.

გასული თვის იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი კი, ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - 1.9 მლნ აშშ დოლარის 1 969 ტონა;
  • უკრაინა - 536.9 ათასი აშშ დოლარის 426 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 110.2 ათასი აშშ დოლარის 86.2 ტონა;
  • გერმანია - 17 ათასი აშშ დოლარის 4 ტონა.
პოსტი ნახა: 379


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!