შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბათუმში, მეეზოვეს მანქანა შეეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა

ბათუმში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეეზოვე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ავტომობილი იმ დროს შეეჯახა, როდესაც ქუჩას ალაგებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.