შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

“დავასრულოთ ბავშვთა ქორწინება” – ქალთა მოძრაობამ აქტივისტებთან და ექსპერტებთან ერთად კონფერენცია გამართა

“დავასრულოთ ბავშვთა ქორწინება” – ქალთა მოძრაობამ, აქტივისტებთან და ექსპერტებთან ერთად, კონფერენცია გამართა.

ღონისძიებაზე სპიკერებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, ახალგაზრდების იძულებითი ქორწინება და ადრეულ ასაკში ნიშნობა.

ქალთა მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, ეს საკითხები კვლავ გამოწვევაა. მათივე განმარტებით, ექსპერტების მონაწილეობით შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ამ პრობლემების გარშემო იმუშავებს.