შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

დაკავებულია ქალი, რომელიც ნარკოტიკებს რეალიზაციის მიზნით სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის ერთობლივი ღონისძიების შედეგად დაკავებულია უკრაინის მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებს ე.წ. დადების პრინციპით სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

„მან ცხრა ლოკაციაზე განათავსა სვეტიცხოვლის ეზოში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით. დაკავებულია და გამოვლენილია ნარკორეალიზატორთა ეს ჯგუფი. ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია რამდენიმე, მაგრამ ამ ეტაპზე დაკავებულია სამი პირი“, – განაცხადა კუპატაძემ.

დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს რამდენიმე ლოკაციაზე. ამ დროისთვის დაკავებულია 10 პირი, თუმცა დაკავებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაიზრდება.