შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

დიმიტრი მედვედევი: დასავლეთში თუ ზედმეტად ითამაშებენ და ხელყოფენ რუსეთის მთლიანობას, ადეკვატურ პასუხს მიიღებენ

დასავლეთში თუ ზედმეტად ითამაშებენ და ხელყოფენ რუსეთის მთლიანობას, ადეკვატურ პასუხს მიიღებენ. ამის შესახებ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი წერს.

„ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – დიდ ომს, რომელსაც ნატო ვეღარ აიცილებს თავიდან. ისინი აუცილებლად გახდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნეები და უმოწყალოდ განადგურდებიან“, – წერს მედვედევი.