შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ძიუდოს კლუბ „გოლდენ გორის“ და  გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენი  ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იტალიელი მატეო პირასი იპონით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი  მეორედ გახდა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს, ძიუდოისტმა ევროპის ჩემპიონატიც მეორედ მოიგო და ჩემპიონის  ტიტულს დაესაკუთრა.

მსოფლიოს ჩემპიონატს გაერთიანებული საემიროების დედაქალაქი აბუ-დაბი მასპინძლობს.