შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ველოსიპედით მოძრავ მოზარდს მანქანა დაეჯახა – ბიჭი ადგილზე დაიღუპა

მარტვილის სოფელ სალხინოში, ჭადრების ხეივნის მიმდებარედ გუშინ საღამოს ველოსიპედით მოძრავ 15 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოზარდი გარდაცვლილი დახვდა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გამოძიება დაადგენს, თუ რა გახდა ავარიის მიზეზი. საგამოძიებო მოქმედებები დღესაც გრძელდება.