შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„ვინც იპოვით, გთხოვთ მიხედეთ… იძულებული ვარ… – მოქალაქემ ქუჩაში ლეკვებთან ერთად წერილი დატოვა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ლეკვების ფოტო, რომელიც პატრონმა ქუჩაში დატოვა, რადგან ვერ უვლიდა.

ლეკვებთან ერთად დატოვებულია წერილი, სადაც მომავალ პატრონს, სთხოვს მოუაროს.

„ჩვენ ვერ ვუვლით სამწუხაროდ. ძალიან მენანებიან, მაგრამ ვინც იპოვით, გთხოვთ, მიხედეთ და მოუარეთ. მადლობა და ბოდიში. იძულებული ვარ…“,-წერს წერილის ავტორი.