შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებმა სამართალდამცველებს მძაფრი სუნის გამო მიმართეს.

ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.