ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია

05-10-2023 07:03
კატეგორიები: COVID-19

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ პარტიას პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია. შესაბამის კითხვას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბათუმში, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას უპასუხა.

„ეს არასერიოზული შეკითხვაა. იცით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის დისტანცირებული პოლიტიკური პროცესებისგან საკუთარი ნებითა და სურვილით. მეც ვიყავი ბილბორდებზე გამოკრული [ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დროს], მაგრამ 2019 წლიდან იყო გარკვეული მოვლენები, რის გამოც 2021 წლიდან პრეზიდენტი გადაერთო რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგზე “, - განაცხადა კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა განახლდა. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობს, 3 ოქტომბერს დაიწყო

პოსტი ნახა: 400


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!