შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„თბილსერვისის ჯგუფის“ ხელმძღვანელი – დედაქალაქის, ცენტრალური გამზირისთვის შეძენილია ახალი ილუმინაციები, განათებები

შპს „თბილსერვისის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, დავით ფაჩულიას განცხადებით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ძირითად ქუჩებზე, გამზირებზე უკვე დასრულებულია, თუმცა დარჩენილია ცენტრალური გამზირი, რომელიც 10 დეკემბრისთვის დასრულდება.

მისივე თქმით, დედაქალაქის, ცენტრალური გამზირისთვის შეძენილია ახალი ილუმინაციები და განათებები.

„თბილსერვისის“ ჯგუფის მიერ ხორციელდება საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი უკვე ნოემბრის ბოლოდან. ძირითადი ქუჩები, გამზირები უკვე დასრულებულია, თუმცა დარჩენილია ცენტრალური გამზირი, რომელიც 15-ში უნდა აინთოს, როგორც მთელი თბილისი. ეს პროცესი დასრულდება 10 დეკემბრისთვის. ასევე, დარჩენილია სკვერები, სხვადასხვა რეკრეაციული ადგილების გასანათებელი მოწყობილობების და ილუმინაციების მონტაჟი. დედაქალაქის, ცენტრალური გამზირისთვის შეძენილია ახალი ილუმინაციები, განათებები. ასევე, გვექნება ახალი ნაძვის ხე, რომლის ანთების ცერემონია 15 დეკემბერს იქნება, ამასთან, თბილისი სრულად 15 დეკემბერს განათდება. ჩვენ ახალი ილუმინაციები შევიძინეთ, რომელიც განთავსდება, როგორც პირველად, მეორადი კატეგორიის ვიწრო ქუჩებზე, ისე ცენტრალურ გამზირებზე“, – განაცხადა ფაჩულიამ.