შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი თუ შეიწყალა, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები

სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი თუ შეიწყალა, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მგონია, ეს გამორიცხულია. თქვენ წარმოიდგინეთ, უახლოესი 7-8 თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი თუ შეიწყალა, ეს ნიშნავს, რომ მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები. სალომე ზურაბიშვილი თუ ამას გააკეთებს, საერთოდ საოცრება იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.