სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი დემონსტრაციულად არღვევს კანონს - პრემიერი

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი დემონსტრაციულად არღვევს კანონს - პრემიერი

05-09-2023 05:18
კატეგორიები: COVID-19

სამწუხაროა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა და თუ პრეზიდენტს მიანიჭებს მთავრობა უფლებამოსილებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას ეს უფლებამოსილება შეასრულოს.

„მე ერთი თვის წინ გავუგზავნე ოფიციალური უარი ვიზიტებზე. თქვენ გახსოვთ კარგად, რომ რამდენიმე თვის წინ ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა საჯაროდ და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც არის დაწესებული, 12 რეკომენდაციას და ასევე, მან თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი რამ, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს შარშან. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ სხვა მეტი მტკიცებულება არ გვჭირდება, რომ სანდოობა დაიკარგოს და რა თქმა უნდა, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან ამ განცხადების მოსმენის შემდეგ მისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება.

ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი და ზოგადად კანონის დამცველები და ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი სხვებს, ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მმართველმა პარტიამ, იყო აბსოლუტურად გამართლებული. აქვე მინდა ჩვენს საზოგადოებას მივმართო და კიდევ ერთხელ შევახსენო - მას შემდეგ, რაც მოისმინეს პრეზიდენტის ეს განცხადება, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა სტატუსს, თუ გახსენდებათ ვინმეს აღშფოთება, ვინმეს შეშფოთება, კრიტიკა ან ვინმეს პროტესტი?! ამიტომ ეს ყველაფერი ჩემთვის არის მარტივად ასახსნელი ფარისევლობა, ეს არის ტყუილი და დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, აი, ასეთი დამოკიდებულება, ვაჭრობა და ასეთი შანტაჟი - ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ვალდებულებებს. ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება, ჩვენმა ქვეყანამ მოახერხა ის, რომ ჩვენი სწორი, გონივრული პოლიტიკით თავიდან ავირიდეთ მეორე ფრონტი, ომი, უბედურება და ნგრევა. ვასრულებთ და შევასრულეთ 12-ვე რეკომენდაცია, მაქსიმუმს ვაკეთებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პოსტი ნახა: 502


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!