შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ირაკლი კობახიძე: სოციოლოგიური კვლევის თანახმად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი, უმრავლესობის საღმა აზრმა აუცილებლად უნდა გამარჯვოს

სოციოლოგიური კვლევის თანახმად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი. არასამთავრობოების გამჭვირვალობის იდეას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მოსახლეობის უმრავლესობის საღმა აზრმა აუცილებლად უნდა გამარჯვოს, ეს ჩემი პირადი აზრია. ამ ყველაფრის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ ოპონენტები მაქსიმალურად გაურბიან დისკუსიას. როდესაც პარლამენტი წარიმართებოდა დისკუსია და დებატები კანონთან დაკავშირებით, ოპონენტები აკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ ჯანსაღი დისკუსია არ შემდგარიყო. ასევე, პირადად შევთავაზე დიპლომატებს, რომ მონაწილეობა მიეღოთ ამ კანონის საჯარო განხილვაში, თუმცა, სამწუხაროდ, არავითარი გამოხმაურება არ იყო. ასევე, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ამ კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა ჯანსაღი დისკუსიისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.