2024 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14% შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გაზრდილია როგორც დაქირავებით დასაქმებულთა, ასევე თვითდასაქმებულთა რიცხვი.
2024 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 89.4 ათასი კაცით (10.4%) და 952.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 40.5 ათასით გაიზარდა (9.9%) და 448.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 50.6 ათასით (18.1%) და 228.6 ათასი შეადგინა.
2024 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის
და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტული
პუნქტით გაიზარდა და 55%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 4.7
პროცენტული პუნქტით და 47.3% შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის
ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.8 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 3.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 5.2
პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 3.9 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად
48.8 პროცენტს და 45.2 პროცენტს შეადგენს.
2024 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 68% შეადგინა.
2024 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე
საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის
დასახლებებში - 2.0 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 4.0 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული როგორც ქალებში ასევე კაცებში და შესაბამისად 11.1 პროცენტს და 16.3 პროცენტს შეადგენს.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2024 წლის
I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 45.0 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.4 პროცენტს
შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე
ქალებში გაზრდილია 3.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.8 პროცენტული პუნქტით.
2024 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე
გაზრდილია ქალებში 4.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 4.9 პროცენტული პუნქტით.