ირაკლი კობახიძე: სოციოლოგიური კვლევის თანახმად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი, უმრავლესობის საღმა აზრმა აუცილებლად უნდა გამარჯვოს

ირაკლი კობახიძე: სოციოლოგიური კვლევის თანახმად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი, უმრავლესობის საღმა აზრმა აუცილებლად უნდა გამარჯვოს

20-05-2024 03:58
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

სოციოლოგიური კვლევის თანახმად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი. არასამთავრობოების გამჭვირვალობის იდეას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მოსახლეობის უმრავლესობის საღმა აზრმა აუცილებლად უნდა გამარჯვოს, ეს ჩემი პირადი აზრია. ამ ყველაფრის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ ოპონენტები მაქსიმალურად გაურბიან დისკუსიას. როდესაც პარლამენტი წარიმართებოდა დისკუსია და დებატები კანონთან დაკავშირებით, ოპონენტები აკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ ჯანსაღი დისკუსია არ შემდგარიყო. ასევე, პირადად შევთავაზე დიპლომატებს, რომ მონაწილეობა მიეღოთ ამ კანონის საჯარო განხილვაში, თუმცა, სამწუხაროდ, არავითარი გამოხმაურება არ იყო. ასევე, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ამ კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა ჯანსაღი დისკუსიისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.

პოსტი ნახა: 132


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!