შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კანონის ამოქმედების მიუხედავად, მოქალაქეებს სარეკლამო შეტყობინებები ისევ ეგზავნებათ – შემთხვევებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სწავლობს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედების მიუხედავად, მოქალაქეებს სარეკლამო შეტყობინებები ისევ ეგზავნებათ.

ამის შესახებ ინფორმაცია აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სადაც ამბობენ, რომ ყველა ფაქტს შეისწავლიან.

კანონდარღვევის შემთხვევაში კი კომპანიას ფინანსური სანქცია დაეკისრება. აგრესიული მარკეტინგული კამპანია პირველი მარტიდან შეიზღუდა. მოქალაქეების უფლებებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იცავს.

მოქალაქეებმა, რომლებმაც უარი თქვეს SMS-ების მიღებაზე და ამის მიუხედავად, შეტყობინებებს მაინც იღებენ, შეუძლიათ, წერილობით ან ონლაინ, უწყებას მოკვლევის მოთხოვნით მიმართონ.