ცხოველთა დამცველმა ტასო ლოსაბერიძემ უმძიმესი კადრები გაავრცელა, რომელიც მცხეთაშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, რომ პიტბული მიუსაჯარ ძაღლს გლეჯს.
ლოსაბერიძე წერს, რომ ძაღლი პიტბულს პატრონმა დააგლეჯინა და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პიტბულის პატრონები ასე იქცევიან
"ეს ხდება მცხეთაში!მიუსაფარი ძაღლი დააგლეჯინა პატრონმა თავის პიტბულს. როგორც მითხრეს ეს პირველი შემთხვევა არ არის, პატრონს ქუჩიდან მიყავს ძაღლლები და ასე აგლეჯინებს სულ" - წერს ლოსაბერიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.