კანონის ამოქმედების მიუხედავად, მოქალაქეებს სარეკლამო შეტყობინებები ისევ ეგზავნებათ - შემთხვევებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სწავლობს

კანონის ამოქმედების მიუხედავად, მოქალაქეებს სარეკლამო შეტყობინებები ისევ ეგზავნებათ - შემთხვევებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სწავლობს

09-03-2024 06:20
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედების მიუხედავად, მოქალაქეებს სარეკლამო შეტყობინებები ისევ ეგზავნებათ.

ამის შესახებ ინფორმაცია აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სადაც ამბობენ, რომ ყველა ფაქტს შეისწავლიან.

კანონდარღვევის შემთხვევაში კი კომპანიას ფინანსური სანქცია დაეკისრება. აგრესიული მარკეტინგული კამპანია პირველი მარტიდან შეიზღუდა. მოქალაქეების უფლებებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იცავს.

მოქალაქეებმა, რომლებმაც უარი თქვეს SMS-ების მიღებაზე და ამის მიუხედავად, შეტყობინებებს მაინც იღებენ, შეუძლიათ, წერილობით ან ონლაინ, უწყებას მოკვლევის მოთხოვნით მიმართონ.

პოსტი ნახა: 143


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!