შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კასპის მუნიციპალიტეტში კაცი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

კასპის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 60 წელს გადაცილებულმა კაცმა ცოლი მოკლა.

პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. ადგილობრივების ვარაუდით, დაკავებულმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.