შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

კასპის მუნიციპალიტეტში ჩოგბურთში მსოფლიო რანგის “დევისის თასის” თამაშები დაიწყო

დღეს ჩოგბურთში მსოფლიო რანგის “დევისის თასის” თამაშები დაიწყო.

შეხვედრები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში ახლად მოწყობილ კორტებზე იმართება.

საჩოგბურთო ბაზა რომელიც მიმდინარე წელს აშენდა, მოიცავს სამ სავარჯიშო და ერთ ცენტრალურ კორტს ტრიბუნებით. პირველი თამაში უკრაინას და კოლუმბიას შორის გაიმართა, ხვალ კი საქართველო-ტუნისის თამაში გველოდება.