შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 135,2 გრამი) გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 12 341,67 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 12 341,67 ლარის ოდენობით შეეფარდათ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.