შარლ მიშელი - გაფართოება ნიშნავს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა განახორციელონ

შარლ მიშელი - გაფართოება ნიშნავს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა განახორციელონ

06-10-2023 06:23
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

გაფართოება ნიშნავს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ რეფორმები. მათ იციან, რა არის გასაკეთებელი, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან საჭიროა გაფართოებისთვის მომზადება.

„ჩვენი მხრიდან, ევროკავშირის მხრივ კი, ჩვენ გვჭირდება მოვემზადოთ. ბევრი წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ გვაქვს ასეთი მაღალი დონის დებატები ფუნდამენტურ საკითხებზე. ეს იქნება ევროკავშირის საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგან ეს არის სტრატეგიულ დღის წესრიგზე დებატების დაწყების საწყისი ეტაპი. უნდა გავარკვიოთ რამდენიმე საკითხი: პირველი, რა გვსურს ერთობლივად მომავალში, რა არის ჩვენი პრიორიტეტები, საერთო პოლიტიკა, გაფართოების პერსპექტივიდან გამომდინარე. მეორე, როგორ ვწყვეტთ საკითხებს ერთად და მესამე, როგორ ვაფინანსებთ ჩვენ პრიორიტეტებსა და ინიციატივებს მომავალში“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

პოსტი ნახა: 362


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!