შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

„მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი…“ – კაცი, რომელმაც 14 წლის გოგო მოკლა

27 წლის ალიმ ასლანოვის მტკიცებით, 14 წლის “ცოლი” განზრახ არ მოუკლავს. მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოში ამტკიცებდა, რომ რეგისტრირებული იარაღი პნევმატური ეგონა და მხოლოდ მსხვერპლის შეშინებას ცდილობდა.

„არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას. ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა… იარაღთან შეხება არ მქონია. მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გაიქეცი. Მეგონა, პნევმატიკური იყო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. იარაღის ტარებაც კი არ ვიცი. არასდროს მქონია ის… ტრავმა მაქვს თავზე მიღებული, ადრე ცხენიდან გადმოვვარდი და გონზე არ ვიყავი, როდესაც ეს ჩავიდინე… Მე არ ვიცოდი, რომ ის მოვკალი. დაკავების დროს გავიგე მამაჩემისგან… მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად. დედამისი მეუბნებოდა, რომ ის 18 წლის იყო“, – თქვა ალიმ ასლანოვმა სასამართლოში.