შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მერიის თანამშრომელი ქალის ცემის ფაქტზე დააკავეს

ქობულეთის მერიის თანამშრომელი ქალის ცემის ფაქტზე შინაგამ საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ქობულეთის მერიის წარმომადგენელმა, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, სოფელ ლეღვაში ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელ ქალზე ფიზიკურად იძალადა.

მომხდარის გამო, დაზარალებულმა ქალმა შესაბამის უწყებებს მიმართა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ ქობულეთის მერიის თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებულია.