2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 13 000-ზე მეტი მართვის მოწმობა გაიცა

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 13 000-ზე მეტი მართვის მოწმობა გაიცა

04-09-2023 07:20
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი მონაცემებით, 2023 წლის პირველ ნახევარში ჯამში 13 045 მართვის მოწმობა გაიცა. კერძოდ, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 5746 მართვის მოწმობა გაიცა. მეორე კვარტალში კი - 7299.

რაც შეეხება გასულ წელს, შსს-ის სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის განმავლობაში საქართველოში გაცემულია ჯამში 30 515 მართვის მოწმობა. ხოლო 2021 წელს - 47 891.

აღსანიშნია ისიც, რომ 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში "აქტიური" სტატუსით რეგისტრირებულ პირებზე რიცხული მართვის მოწმობების (01.04.2006 წლის შემდეგ გაცემული) რაოდენობამ 1,421,804 შეადგინა, მაშინ, როცა 2021 წლის ბოლოს, მართვის მოწმობის მფლობელთა საერთო რაოდენობა 1,395,995 იყო.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები დაემატა.

გარდა ამისა, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1-ელი სექტემბრიდან "C" და "D" კატეგორიების და "C1" და "D1" ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობს რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას.

შეგახსენებთ, რომ „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ორეტაპიანი 2022 წლის 25 აპრილიდან გახდა.

პოსტი ნახა: 378


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!