ირაკლი ჩიქოვანი - აშშ-ს მხრიდან დასანანი და გაუგებარი იყო გადაწყვეტილება „ღირსეული პარტნიორის“ გადადებასთან დაკავშირებით - ვიმედოვნებ, გადაწყვეტილებები გადატვირთვის პოლიტიკიდან გამომდინარე გადახედილი იქნება

ირაკლი ჩიქოვანი - აშშ-ს მხრიდან დასანანი და გაუგებარი იყო გადაწყვეტილება „ღირსეული პარტნიორის“ გადადებასთან დაკავშირებით - ვიმედოვნებ, გადაწყვეტილებები გადატვირთვის პოლიტიკიდან გამომდინარე გადახედილი იქნება

26-11-2024 16:03
კატეგორიები: პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „ღირსეული პარტნიორის“ გადადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას „გადატვირთვის პოლიტიკიდან გამომდინარე“ გადახედავს.

როგორც ჩიქოვანმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა, აშშ-ის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება „დასანანი და გაუგებარია“.

„ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დასანანი და გაუგებარი იყო მიღებული გადაწყვეტილება "ღირსეული პარტნიორის" გადადებასთან დაკავშირებით. გეტყვით იმასაც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვქონდა არაერთი წვრთნა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით ვატარებდით. ვიმედოვნებ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, საბოლოო ჯამში, გადატვირთვის პოლიტიკიდან გამომდინარე გადახედილი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პოსტი ნახა: 397


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე