შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო, მას საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართულ კულტურაში – ბიძინა ივანიშვილი

პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გამოჩენილი კომპოზიტორის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტის სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

“მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის და თბილისის საპატიო მოქალაქის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო.

ვაჟა აზარაშვილი, თავისი უკვდავი კომპოზიციების წყალობით, ქართული საზოგადოების არაერთმა თაობამ შეიყვარა და მას საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართულ კულტურაში.

სამძიმარს ვუცხადებ დიდი კომპოზიტორის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად კულტურის სფეროს ამ დანაკარგის გამო,”- აღნიშნულია განცხადებაში.