შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პარლამენტის საშემოდგომო სესია წუთიერი დუმილით გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. დეპუტატებმა შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მსხვერპლთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„ჩვენს ქვეყანას მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენთვის ყველაზე საყვარელ და სამოთხესთან გაიგივებულ კუთხეში უდიდესი სტიქია მოხდა, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე წაიღო, მათ შორის, ბავშვებისა და ქალების. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, აქ ალბათ, სიტყვები ზედმეტია და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილების ხსოვნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.