შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პრეზიდენტი – მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობას და მონდომებას – ქართველები დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადადგა

მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობას და მონდომებას , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტი ეხმაურება ევროკავშირის 27 ქვეყნის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტის მიწოდებაზე.

ზურაბიშვილის თქმით, ქართველები დარწმუნებულები არიან, რომ დღეს საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ გაიმარჯვა.

„ეს არის შეთანხმება, რომელიც ევროპულ ერთობას, პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას გამოხატავს. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობას და მონდომებას. ჩვენ, ქართველები, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადადგა” ,- წერს პრეზიდენტი.