შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

პრემიერ-მინისტრმა ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა.

ირაკლი კობახიძემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.