ივნის-ოქტომბერში საქართველო-რუსეთს შორის 1 761 რეისი შესრულდება

ივნის-ოქტომბერში საქართველო-რუსეთს შორის 1 761 რეისი შესრულდება

22-05-2024 04:46
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 1 761 რეისის შესრულება იგეგმება.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე (ივნის-ოქტომბერში) ჯამურად 13 600 ავიარეისია დაგეგმილი, საიდანაც რუსეთთან ფრენების წილი 13%-ია. შედარებისთვის, ევროპაში და პირიქით ფრენები მთლიანი გეგმის 18%-ს შეადგენს, ხოლო ე.წ. გალფის ქვეყნების წილი 17%-ია.

რუსეთთან ფრენებს სამი ავიაკომპანია ასრულებს. ორი - Azimuth-ი და Red Wings-ი რუსულია. რუსეთის მიმართულებით დაფრინავს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-იც,

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ არიან ევროკავშირის შავ სიაში. ასევე, ფრენები არ ხორციელდება იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას.

ცნობისთვის, გასულ წელს, 4-წლიანი შეზღუდვის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგა. Azimuth-ი და Red Wings-ი 2023 წელს ჯამში 127 315 მგზავრს მოემსახურა, რაც საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების მიერ ჯამურად გადაყვანილი მგზავრების 3%-ია.

პოსტი ნახა: 110


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!