შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

რობერტა მეცოლა – თქვენი ხმა და თქვენი ევროპული მისწრაფებები გავიგონეთ და დღეს, საქართველო ამაყია – ჩვენ ისტორია შევქმენით, ახლა ერთად დავწერთ მომავალს

ქართველი ხალხის ხმა და ევროპული მისწრაფებები გავიგონეთ. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა “ტვიტერის პირად გვერდზე წერს.

“ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვისა და ევროკავშირისთვის ამ ისტორიულ დღეს.

თქვენი ხმა და თქვენი ევროპული მისწრაფებები გავიგონეთ, და დღეს, საქართველო ამაყია მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ეს იმედს ნიშნავს”, – წერს მეცოლა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ასევე, ულოცავს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას.

“ეს საამაყო მომენტია ევროპისთვის,უკრაინისთვის, მოლდოვისთვის. ყველასთვის, ვინც ჩვენი ღირებულებებისთვის იბრძვის. ყველასთვის, ვინც ევროპას როგორც იმედის შუქურას უყურებს.

ჩვენი დაპირებები შევასრულეთ. ისტორია შევქმენით. ახლა ერთად დავწერთ მომავალს,” – წერს მეცოლა.