შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს

სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. სამაშველო ვერტმფრენს 2 ძრავა აქვს, რაც ფრენის უსაფრთხოებას ზრდის. აღნიშნული ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია. ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში გაიარეს. როგორც ცნობილია , შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.