შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა, რომელიც გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.

ცნობისთვის, აღნიშნული სიახლის შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში გახდა ცნობილი, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორი სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს პერუსთან. მიმდინარე წლის 1-ელ 8 თვეში პერუში 49 847 140 აშშ დოლარის ექსპორტი, ხოლო იქიდან 383 770 აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა.

საქსტატის 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს თუ რას ყიდის და ყიდულობს საქართველო პერუში.

საქართველოდან პერუში ექსპორტირებული პროდუქტებია:

  • ამონიუმის ნიტრატი, მათ შორის წყალხსნარში (მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი სასუქი) – 44 827 660 აშშ დოლარი;
  • თევზის ქონი, ცხიმი და მათი ფრაქციები, გარდა თევზის ღვიძლის ქონისა, არარაფინირებული ან რაფინირებული, მაგრამ ქიმიური შემადგენლობის შეუცვლელად – 5 015 960 აშშ დოლარი;
  • მოქნილი დიდი ტევადობის შუალედური კონტეინერები, ქიმიური ტექსტილის მასალებისაგან – 3.52 მლნ აშშ დოლარი.

პერუდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქტების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

  • გაყინული კალმახი (Salmo trutta, Oncorhynchus mykiss, Oncorhynchus clarki, Oncorhynchus aguabonita, Oncorhynchus gilae, Oncorhynchus apache და Oncorhynchus chrysogaster) – 243.73 ათასი აშშ დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები, შედგენილი შერეული ან შეურეველი პროდუქტებისაგან, ანტიბიოტიკების, ჰორმონების, ალკალოიდებისა ან მათი წარმოებულების, ვიტამინებისა ან სხვა ნაერთების შემცველობის გარეშე – 87.41 ათასი აშშ დოლარი;
  • კინოა (Chenopodium quinoa) – 31.54 ათასი აშშ დოლარი;
  • საღებარი ნივთიერებები მცენარეული ან ცხოველური წარმოშობისა (საღებარი ექსტრაქტების ჩათვლით, ცხოველური ნახშირის გარდა), განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ქიმიური შედგენილობისა – 21.10 ათასი აშშ დოლარი.