შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი შემცირდა – საქსტატი

2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით, 3.8 %-ით შემცირდა და 11.8% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.9%-ით შემცირდა და 9.4% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.0%-ით შემცირდა და 15.6%-ს გაუტოლდა.

ამასთან, 2023 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 16.0% შეადგინა (-4.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 11.5% (-3.8 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში – 8.0% (-2.5 პროცენტული პუნქტი).

აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის შემცირებულია 3.9%-ით და 11.5%-ს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 3.7%-ით და 12.2%-ს შეადგენს.