შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

შსს – სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები მეჩვიდმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.