შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ცნობილია, ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც თურქეთში მძიმე ავარიას ემსხვერპლა

თურქეთში 2 დღის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას  ქართველი ქალი  ნინო ბიბინიძე ემსხვერპლა.

იგი ზუგდიდში კერძო ბიზნესით იყო დაკავებული.

დაღუპული ქალის ცხედარი თურქეთიდან ბათუმში ჩამოასვენეს.

არსებული ინფორმაციით,მას რამდენიმე დღეში ოზურგეთის რაიონ სოფელ ნარუჯაში დაკრძალავენ.

ავარიის შედეგად დაიღუპა ქალის ოჯახის წევრები, თურქეთის მოქალაქეები, დედამთილ-მამამთილი. ისინი თურქეთში დაკრძალეს.

ოჯახის 5 წევრი მსუბუქი ავტომობილით ანტალიიდან ქალაქ ადანას მიმართულებით მიემგზავრებოდა, რა დროსაც მანქანას ტრაილერი დაეჯახა. ქალი და 2 პირი ადგილზე დაიღუპა. 

დაშავებულები, 4 წლამდე გოგონა და მამა კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, ისინი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში რჩებიან.