სინოპტიკოს თამარ პაპაშვილის ინფორმაციით, 1-2 ივნისს საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება. მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი.„თბილისში, დღის მეორე ნახევრამდე, ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება. მცირე წვიმის ალბათობაც არის. მცირე წვიმის ალბათობა, შემდგომ დღეებშიც, (30-31 მაისი) შესაძლებელია, უმეტესად, ღამისა და საღამოს საათებში. 1-ელი ივნისის ღამის საათებში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი და ტემპერატურა დაიკლებს. ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის, თბილისში, საგრძნობლად არ მოიმატებს. 1-2 ივნისს, შესაძლოა, თბილისში ქარი გაძლიერდეს.რაც შეეხება სანაპირო ზონას, ზღვაზე ტემპერატურა მოიმატებს. ზოგადად, დასავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. გამონაკლისია 29 მაისი, სანაპირო ზოლზე და დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. თუმცა, კოლხეთის დაბლობზე, ზოგან, ჰაერი 30-32 გრადუსამდე გათბება. მაღალმთიან რეგიონებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ღამის საათებში წვიმაა მოსალოდნელი,“ - ამბობს სინოპტიკოსი.
პოსტი ნახა: 2709