შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტა­პე­რი იყო, 4 მცირეწლოვანი შვილი დარჩა… – ვინ არის ბაკურიანში გარდაცვლილი ახალგაზრდა

ბაკურიანში თხილამურებით სრიალის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

გარდაცვლილია გიორგი ტუხაშვილი, რომელიც დედასთან, მეუღლესა და 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად სამთო კურორტზე ისვენებდა.

ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტარ­ტა­პე­რი იყო. წლე­ბი კონ­სალ­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და. ეხ­მა­რე­ბო­და კო­მერ­ცი­ულ და არა­კო­მერ­ცი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და წარ­მა­ტე­ბით აშე­ნებ­და სტარ­ტაპ ეკო-სის­ტე­მას. მან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა Startup Grind Tbilisi-ის ზრდა­ში, რაც სტარ­ტა­პე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ხელ­შე­სა­ხებ ღი­რე­ბუ­ლე­ბას ქმნის.

გი­ორ­გი 2 წლის წინ მარ­ტი­ვი ინ­ვო­ი­სი­რე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი ხელ­სა­წყო­ე­ბის სტარ­ტაპ Kernel-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ის კომ­პა­ნი­ის პრო­დუქ­ტის გუნდს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. 

ცნობისთვის, უბედური შემთხვევა დღის მეორე ნახევარში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, სრიალისას მოხდა. 35 წლამდე ასაკის კაცი მოზარდს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის დროს დაშავდა. ახალგაზრდა კაცი კი, ადგილზე მისულ სასწრაფოს ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა. დაშავებული მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მას დაზიანება ქვედა კიდურების არეში აქვს.