გიორგი სოსიაშვილი პრეზიდენტს: ნიკო ნიკოლაძის შთამომავლობა და მისი გენეტიკა არ ნიშნავს, რომ კონსტიტუცია დაარღვიო და სახელმწიფოს წინააღმდეგ წახვიდე

გიორგი სოსიაშვილი პრეზიდენტს: ნიკო ნიკოლაძის შთამომავლობა და მისი გენეტიკა არ ნიშნავს, რომ კონსტიტუცია დაარღვიო და სახელმწიფოს წინააღმდეგ წახვიდე

18-10-2023 08:29
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 1217

ნიკო ნიკოლაძის შთამომავლობა და მისი გენეტიკა არ ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია დაარღვიო და სახელმწიფოს წინააღმდეგ წახვიდე. ნიკო ნიკოლაძის შთამომავლობა ნიშნავს იმას, რომ პატივი უნდა სცენ იმ ადამიანის მიერ შემოტანილ ევროპულ სტანდარტებს, რომელიც დამკვიდრდა ქვეყანაში. პრეზიდენტი უნდა იყოს კონსტიტუციის გარანტი და არა მისი დამრღვევი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა პლენარული სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვის დროს.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ყველამ დაინახა, რომ საქართველოს კონსტიტუციას მარტივად ვერავინ გათელავს.

„დღეს მსუბუქი დღე ნამდვილად არავისთვის არის, მაგრამ დღეს არის სახელმწიფოს სიმტკიცის დღე. დღეს დაანახა ჩვენმა სახელმწიფომ მთელ მსოფლიოს, რომ ფეხზე დგას, რომ მოწოდების სიმაღლეზეა და კონსტიტუციას ასე მარტივად ვერავინ გათელავს.

ჩვენი ოპონენტები საუბრობდნენ, რომ თითქოს დღეს ცუდი რაღაც ხდება, არადა ეს ყველაფერი პირიქითაა, სახელმწიფო გაიზარდა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე