დონალდ ტუსკი რობერტ ფიცოზე - წარმოუდგენელია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს იყო წითელ მოედანზე და გამარჯვების დღე აღნიშნო მათთან ერთად, ვინც კლავს ბავშვებს, მშვიდობიან მოსახლეობას და თავს ესხმის სხვა ქვეყნებს

7 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სლავაკ კოლეგას, რობერტ ფიცოს აკრიტიკებს, რომელიც მოსკოვში ჩავიდა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრო, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ადამიანი შეიძლება იყოს მსოფლიოს ამ ნაწილიდან და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს იყოს წითელ მოედანზე და აღნიშნოს გამარჯვების დღე მათთან ერთად, ვინც კლავს ბავშვებს, მშვიდობიან მოსახლეობას და ესხმის თავს სხვა ქვეყნებს“, - აღნიშნა ტუსკმა.

ცნობისთვის, გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი ესწრება, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო - ერთადერთი ლიდერი ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომელიც რუსეთში ჩავიდა.

პოსტი ნახა: 37

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე